ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს კომპანია მეტრო ჯორჯიამ უმასპინძლა
21 ოქტომბერი 2019
ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს კომპანია მეტრო ჯორჯიამ უმასპინძლა
2019 წლის შემოდგომაზე ბათუმში გამართული, ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატის 39 ქვეყნის მონაწილეს, სატრანსპორტო მომსახურება კომპანია მეტრო ჯორჯიამ გაუწია.

21 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ღონისძიების მონაწილეების ტრანსპორტირება განხორციელდა ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და ტრაპზონის აეროპორტებიდან. გარდა საქალაქთაშორისო მიმოსვლისა, კომპანიამ უზრუნველყო გუნდების შიდა ტრანსპორტირება:
  • 23 ოქტომბერს მოჭადრაკეები გადაიყვანა გახსნის ცერემონიალზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში.
  • 24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით რეგულარულად გადაჰყავდა მონაწილე გუნდები სხვადასხვა ლოკაციიდან სასტუმრო შერატონში, სადაც გაიმართა ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატი.
  • 3 ნოემბერს კი სტუმრები სხვადასხვა აეროპორტებიდან შინ გავაცილეთ.