ბათუმის აეროპორტმა 27 ივნისს ესტონეთიდან პირველი ჩარტერული ავია რეისი მიიღო!
27 ივნისი 2019
ბათუმის აეროპორტმა 27 ივნისს ესტონეთიდან პირველი ჩარტერული ავია რეისი მიიღო!

ესტონელი სტუმრების მასპინძელი ტუროპერატორი "აჭარა ტური" გახლავთ. მოხარულები ვართ, რომ სატრანსპორტო კომპანია "მეტრო ჯორჯია"-ც ჩართულია სტუმრების მიღებაში. აღნიშნულ, ჩარტერულ ფრენებს ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორი "ტეზ-ტური". ფრენები ტურისტულ სეზონზე კვირაში ერთხელ განხორციელდება და ყოველკვირეულად 180 ესტონელ ტურისტს ჩამოიყვანს ჩვენს ქალაქში!

გარდა ესტონეთისა, ტურისტულ სეზონზე ჩარტერული ფრენების განხორციელება ვილნიუსიდანაც იგეგმება, რომლის მასპინძელიც ისევ აჭარა ტური და მეტრო ჯორჯია იქნება!

მოხარული ვართ, რომ ჩვენი საქმიანობით წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პონტენციალის განვითარებაში!