რთველის ტრადიცია საქართველოში
17 სექტემბერი 2019
რთველის ტრადიცია საქართველოში

საქართველო ღვინის სამშობლო და უძველესი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, თუ ღვინის დამზადება საუკუნეების წინ იღებს სათავეს, მაშასადამე ამ პერიოდში გაჩნდა რთველიც, რომელიც ყოველ შემოდგომაზე, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში იმართება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.

რთველი არა ჩვეულებრივი პროცესი, არამედ ერთგვარი რიტუალია, რომელსაც უამრავი რამ უკავშირდება. თუმცა, სანამ კონკრეტულად დავიწყებდეთ საუბარს გეტყვით, რომ რთველს ადრე სთველი ერქვა, რადგან იყო პერიოდი, როდესაც ოქტომბერს სველისთვე ეწოდებოდა.

წლების წინ, აუცილებელიც კი იყო რომ ოჯახებს განსაზღვრული რაოდენობის ღვინო ჰქონოდათ სახლში. გარდა ამისა, ღვინის რაღაც ნაწილი ყოველთვის ერგებოდათ მოურავებსა და სხვადასხვა მოხელეებს.

ფოტო: Wikimedia - ავტორი: Alsandro

გარდა ამისა, ღვინის წარმოებისათვის აუცილებელია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთაგან ერთ-ერთი სახელად საწნახელი - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელით გვხვდება, რაც რთველის ტრადიციის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს. ქართლ-კახეთში საწნახელს ნავსაც უწოდებენ, გურიასა და სამეგრელოში - ოჭინახს, ჭირაქვასა და ჯერუკს, იმერეთში კი - ონჯაროს და ა.შ და ა.შ

საწნახელში ყურძენია ჩაყრილი, რომელზეც ადამიანები ფეხებით დგებიან და ნელ-ნელა ყურძენსაც წურავენ. შემდეგ მოდის ქვევრი, სადაც ღვინოს ასხამენ და რომელსაც შემდეგ მარანში ათავსებენ.

ავტორი: გრიგოლ გაგარინი

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ადამიანებისთვის? ისინი დილით ადრე იწყებენ მუშაობას, საღამოს კი ყველაფერს სიმღერით, ცეკვითა და სუფრის გაშლით ასრულებენ, სადაც იკრიბებიან მეზობლები, მეგობრები, ერთმანეთისთვის ახლო ადამიანები და მაქსიმალურად მხიარულობენ. აქ თქვენ შეგეძლებათ მოისმინოთ მეღვინეობასთან დაკავშირებული პოპულარული ქართული სიმღერები და დააგემოვნოთ სუფრის ყველაზე პოპულარული კერძი - უგემრიელესი მწვადი.

ფოტო: Tsinandali.ge

ამ პერიოდში უამრავი ტურისტი განსაკუთრებით კახეთში შეინიშნება. აქ მათ ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ყურძნის დაწურვის პროცესში და უფრო ცოცხლად შეიგრძნონ ყველაფერი. თანაც,გვერწმუნეთ, ადგილობრივების სითბოსა და მზრუნველობის გამოცდას ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზევე იმართება კახეთში თათარაობაც, რომელიც ასევე წარმოუდგენლად კარგი გამოცდილებაა. თანაც, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კახეთი განსაკუთრებით და საოცრად ლამაზია შემოდგომაზე. სწორედ ამიტომ, თუ გადაწყვეტთ რომ იქაურობას თქვენც ეწვიოთ და რეალურად გამოსცადოთ როგორია ღვინის დამზადების პროცესი, გახსოვდეთ, რომ მეტრო ჯორჯიას კომფორტული და თანამედროვე ავტობუსები მუდამ თქვენ გვერდით იქნებიან.