რას უნდა ეწვიოთ სამცხე-ჯავახეთში
30 სექტემბერი 2019
რას უნდა ეწვიოთ სამცხე-ჯავახეთში

საბედნიეროდ, საქართველო ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც უამრავი საოცარი ადგილითა და ღირსშესანიშნაობით ტკბობაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ, ლოგიკურია ვთქვათ, რომ აქაური სილამაზეების ბოლომდე აღქმისთვის მთელი ცხოვრებაც კი არ გვეყოფა! შესაბამისად, ახლავე უნდა დაიწყოთ თქვენი მოგზაურობა და მოინახულოთ ყველაფერი! ამჯერად, გირჩევთ ეწვიოთ სამცხე-ჯავახეთის მხარეს, რომლის მნიშვნელოვან ადგილებზეც ჩვენ გიამბობთ.

ფოტო: Brownieonthego.com

პირველი ადგილი, რომელსაც აქ ყოფნისას უნდა ეწვიოთ რაბათის ციხე გახლავთ. მისი დიდი ისტორია IX საუკუნიდან იწყება და საკმაოდ მრავალფეროვანია, მან გადაიტანა უამრავი ომი და უმასპინძლა უამრავ სტუმარს. აღსანიშნავია, რომ როდესაც XII-XIII საუკუნეში ის ჯაყელების რეზიდენცია გახდა, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ქართულ ენაში ტოპონიმი „ახალციხე“, რადგან ჯაყელებმა რაბათი აღადგინეს, შემდგომ კი გააფართოვეს.

ფოტო: Lonelyplanet

შემდეგი, რასაც ამ კუთხეში უნდა ეწვიოთ არის ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი. ეს სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა და აღსანიშნავია, რომ შემდეგ, დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. ამ საინტერესო ადგილას დღეისათვის 641 კლდეში ნაკვეთი სათავსოა დადასტურებული, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

ფოტო: Tripadvisor

სამცხე-ჯავახეთში ყოფნისას კი არავითარ შემთხვევაში დაივიწყოთ ბორჯომიც, ქალაქი, რომელიც სტუმრებზე ყოველთვის ტოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. პირველ რიგში, აქ შეგიძლიათ მიირთვათ ადგილობრივი მინერალური წყალი, რომელიც ცენტრალურ პარკთან მოედინება,შემდეგ კი დატკბეთ პარკის სილამაზით, გაერთოთ სხვადასხვა ატრაქციონებით, ან პარკს სულ მაღლა აუყვეთ და გოგირდის აუზში იბანავოთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ბორჯომში არსებული საბაგიროთი და ეწვიოთ სახელგანთქმულ პლატოს, რომლის სიმწვანეც ნამდვილად დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანებზე. აგრეთვე, ნუ დაივიწყებთ აქ არსებულ ულამაზეს სახლს, რომელსაც ფირუზასაც უწოდებენ და რომელსაც გულგრილად ვერასოდეს ჩაუვლით! აღსანიშნავია, რომ ეს ნაგებობაც ცენტრალურ პარკთან მდებარეობს

.

ფოტო: Travelinborjomi.ge

ბორჯომში ყოფნისას კი აუცილებლად უნდა ეწვიოთ ლიკანსაც! აქ არსებული რომანოვების სასახლე, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა, ნამდვილად საინტერესო სანახავია! აღსანიშნავია, რომ ამ სასახლის პროექტი ლეონ ბენუას ეკუთვნის.

ფოტო: Georgiaabout.com

ბორჯომიდან 30 კილომეტრში კი, სოფელ აწყურთან, აწყურის ციხე მდებარეობს, რომლის ისტორიაც XI საუკუნიდან იწყება. იმის გამო, რომ მტერი ციხეს ადვილად ვერ მისდგომოდა და შიგნით მარტივად ვერ შეეღწია, ნაგებობა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა.

ფოტო: Borjomi-kharagauli-np.ge

და ბოლოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. გარდა იმისა, რომ აქაური ბუნება ნამდვილად გამორჩეული და მრავალფეროვანია, აღსანიშნავია, რომ პარკში 12 სალაშქრო მარკირებული ტურისტული მარშრუტია. მეგობრებთან ერთად ლაშქრობა კი ძალიან კარგი ვარიანტია!

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მოინახულოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გახსოვდეთ, რომ მეტრო ჯორჯიას თანამედროვე და კომფორტული ავტობუსები თავგადასავლების სრულყოფაში დაგეხმარებიან.