4 ადგილი, რის გამოც ღირს სამეგრელოში ვიზიტი
24 მარტი 2020
4 ადგილი, რის გამოც ღირს სამეგრელოში ვიზიტი

სამეგრელოში მოგზაურობისას, ხობის რაიონის სოფელ ხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზესი ტბა-პაპანწყვილი დაგხვდებათ, რომელსაც მეტად საინტერესო ლეგენდა უდევს საფუძვლად.

სიტყვა-სიტყვით ,,პაპანწყვილი’’ ითარგმნება, როგორც ,,ჩაძირული მღვდელი’’. ლეგენდის მიხედვით ამ მიდამოებში, მღვდელი ცხოვრობდა, რომელმაც ერთხელ თავის მოსამსახურეს ძაღლის ხორცი აჭამა, რის შედეგადაც მიწა იძრა და მღვდელი სახლთან ერთად თან ჩაიტანა. ცარიელ ადგილას კი ტბა წარმოიქმნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაპანწყვილის ტბა ფიჭვოვანი ტყითაა გარშემოერტყმული.

  1. პაპანწყვილის ტბა

ფოტო: ლევან სულაშვილი, ირაკლი შონია

თეატრალური ევოლუციის თვალსაზრისით, სამეგრელოში თეატრი თავის თვითმყოფად სახეს მეცხრამეტე საუკუნეში იღებს. პირველი წარმოდგენა მწერალმა და დრამატურგმა ანტონ ფურცელაძემ 1869 წელს დადგა. სპექტაკლი მოლიერის პიესის ,,ძალად ექიმის’’ სცენურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

აღნიშნული თეატრი გამორჩეულია იმდენად, რამდენადაც ამ შენობაში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობა მიუღიათ საგასტროლოდ ჩამოსულ შესანიშნავ მსახიობებს და დრამატურგებს : ვალერიან გუნიას, შალვა დადიანს, რეზო თაბუკაშვილს, აკაკი წერეთელს და ა.შ.

2. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი

ფოტო: გიორგი მელქაძე

სამეგრელო საკურორტო პუნქტებითაც გამოირჩევა. ერთ-ერთი უნიკალური სივრცე ნუგელას კურორტია. ნუგელა მინერალური წყალია, რომელიც ქლორისა და კალციუმის დაახლ. 9,5%-ს შეიცავს. მისი მიღება დალევა ექიმის რეკომენდაციის შედეგად დღეში სამჯერ შეიძლება და შველის ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ტუბერკულიოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი და ა.შ.

აღნიშნული კურორტი ჩხოროწყუს მინიციპალიტეტში, მდინარე ხობის ხეობაში მდებარეობს.

3. ლუგელა

წყარო: travelingeorgia.com

სამეგრელოში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, რომელიც ოფიციალურად 1921 წელს გაიხსნა.

თავად დედოფლის სასახლე კი მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში დაპროექტდა გერმანელი არქიტექტორის რაისის უშუალო ხელმძღვანელობით.

კომპლექსი მოიცავს: დედოფლის სასახლეს, ნიკოსეულ სასახლეს, მთავრისეულ ტაძარს და დეკორატიულ ბაღს.

4. დადიანების სასახლე

ფოტო: გიორგი მელქაძე.