მსოფლიო ტურნირი ჭადრაკში
მსოფლიო ტურნირი ჭადრაკში

18-31 ოქტომბერს, ბათუმში ჩატარდება 8-დან 12 წლამდე ბავშთა შორის მსოფლიო ტურნირი ჭადრაკში.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეტრო ჯორჯია უკვე მოემსახურა ტურნირის მონაწილეებს. მგზავრების ტრანსპორტირება მოხდა, ტრაბზონის, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ქალაქ ბათუმში. ასევე, ჩვენი კომპანია განაგრძობს მონაწილეთა ყოველდღიურ მომსახურებას სასტუმროდან ტურნირის ჩატარების ადგილამდე. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მოხდება მონაწილეთა გაცილება აეროპორტებში.
ჩვენი კომპანია ყოველდღიურად ცდილობს დაეხმაროს ჩვენს რეგიონს წინსვლაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილი შავი ზღვის რეგიონში, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.