კომპანიის ისტორია
კომპანიის ისტორია

კომპანია "მეტრო ჯორჯია" დაარსდა 2014 წელს ქართული ინვესტიციებით და ადგილობრივი ბიზნესმენების უშუალო ძალისხმევით. "მეტრო ჯორჯია" არის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

კომპანია პირველ ეტაპზე ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე შემოვიდა 8 ახალი ავტობუსით, რომელსაც დღემდე გადაჰყავს მგზავრები ბათუმი-თბილისის მიმართულებით. განვითარების მეორე ფაზა მოიცავდა ახალი მიმართულებების დამატებას, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასვა ქალაქებში. "მეტრო ჯორჯია"-ს უკვე გადაჰყავს მგზავრები თურქეთის 10-მდე დიდ ქალაქში.

დაარსების პირველი დღიდანვე კომპანია ცდილობს გახდეს ლიდერი ქართულ სატრანსპორტო სივრცეში. 2014 წელს გამოშვებული, 50 მგზავრზე გათვლილი, ევრო 5-ს ძრავით აღჭურვილი ავტობუსები აკმაყოფილებს დღეს არსებულ ყველა ევროპულ სტანდარტს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისათვის.

ყველა ავტობუსი დამატებით აღჭურვილია პერსონალური HD ხარისხის მონიტორებით და თითოეულ მგზავრს ეძლევა საშუალება მგზავრობის განმავლობაში აირჩის მისთვის სასურველი კინოფილმი, კონცერტი ან შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ასევე, მოუსმინოს FM რადიოსადგურებს ან ისარგებლოს უფასო Wi-Fi ინტერნეტით. მგზავრობის პერიოდში მგზავრებს ემსახურება კვალიფიციური გამცილებელი, რომელიც შემოგთავაზებთ უფასო ჩაის, ყავას, წყალს და მსუბუქ სასუსნავებს. მაღალკვალიფიციური პროფესიონალი მძღოლები მუდმივად გადიან ტრენინგებს კომპანია Metro-ს ინსტრუქტორებთან.

"მეტრო ჯორჯია" დისლოცირებულია ბათუმის ახალ საერთაშორი ავტოსადგურში, სადაც მაღალი კლასის მომსახურებაა. სასურველი რეისის გასვლამდე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სავაჭრო ცენტრით, კვების ობიექტებით და გასართობი ინფრასტრუქტურით.

მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქციებს მგზავრთა კომფორტის და მგზავრობის საფასურის გასაუმჯობესებლად. შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები, ბავშვები, შშმ პირები, სამხედრო მოსამსახურეები და ომის ვეტერანები.

დაისვენეთ, როცა მგზავრობთ!

"მეტრო ჯორჯია".